ბუჩუკური: ტყუილია, როდესაც ოცნების დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნიდან გეუბნებათ, რომ კონკრეტული არაფერი არ არის სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით

ტყუილია, როდესაც ოცნების დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნიდან გეუბნებათ, რომ კონკრეტული არაფერი არ არის სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით- ასე უპასუხა ოცნების დეპუტატს ნიკა სამხარაძეს სესიიდან პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებას. არ ვიცი თვითონ ამის სჯერა თუ არა, მაგრამ თქვა, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით გვესმის მხოლოდ კრიტიკა და არანაირი კონკრეტულ პრობლემაზე და კონკრეტულ ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილაო – ეს არის ტყუილი. ჯერ კიდევ ივლისის თვეში ჩვენმა გუნდმა წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ზუსტად ეხმიანებოდა ერთი მხრივ 19 აპრილის შეთანხმებას და მეორე მხრივ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებს, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმირებას. საზოგადოებას მინდა ვუთხრა – ტყუილია, როდესაც ოცნება, ოცნების დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნიდან გეუბნებათ, რომ კონკრეტული არაფერი არ არის სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ყევლაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი უხეშად რომ ვთქვათ, ანუ ხელმძღვანელობა. ხელმძღვანელი რგოლი სასამართლო ხელისუფლებისა, სადაც სრულად არის დღესდღეობით კონცენტრირებული ძალაუფლება და ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამისთვის იყო, ესე ვთქვათ, გამიზნული არის ამისთვის სწორედ, რომ ეს ჭარბი ძალაუფლება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის კონცენტრირებული იქნას დაბალანსებული” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება რეფორმების ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას უკავშირდებოდა, თუმცა ოცნებამ ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი ნაწილი შეასრულა და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკანორ მელია გაათავისუფლა.

“19 აპრილის შეთანხმება, რეფორმების ნაწილში, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას უკავშირდებოდა, თუმცა გვახსოვს ისიც, რომ ოცნებამ ამ პოლიტიკური შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი შეასრულა პირნათლად, კერძოდ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ადამიანს, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შტურმის ორგანიზებაში იყო ბრალდებული, გაათავისუფლა და ჩააცვა პოლიტიკური იმუნიტეტი, მიანიჭა უფრო სწორად პოლიტიკური იმუნიტეტი. ასე რომ, ძირითადად, გულწრფელი რომ ვიყო, სხვა საკითხზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ძალიან უხერხულია, როდესაც ოცნება თვლის, რომ ამ ტრიბუნების გამოყენება შეუძლია ტყუილებისთვის” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშიხვალ ბიზნესდაჯილდოების ფინალი გაიმართება
შემდეგი სტატიასამხარაძე: მზად ვართ, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩავრთოთ მაღალი დონის მოსამართლეები დასავლეთიდან