ბუჩუკური – პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის, მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს

ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება მოსაწონი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც მმართველ გუნდთან ერთად მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტარების პოზიციას ვიზიარებთ, რომ პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის. ვისურვებდი, ყველა ერთ მაგიდასთან დამჯდარიყო, თუმცა ჯერ ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება ნამდვილად მოსაწონი არ არის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ორივე პროცესში მანამდე, ვიდრე დავინახავთ, რომ ამ პროცესებში პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, დასხდნენ მაგიდასთან და ამ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ. „ქართულ ოცნებას“ პროცესებში არჩართვით, დამატებითი საბაბი არ უნდა მიეცეს, რომ სხვას დააბრალოს ის, რაც მისი პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – არახამიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება