ბუჩუკური – ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის

პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის. როგორც ბუჩუკური „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „ნაცები“ პარლამენტში შედიან, „ქოცები“ ოპოზიციურ ტელეარხებზე სიარულს იწყებენ, „ლელო“ ანტიკორუფციულზე მუშაობას აანონსებს“.

„ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის.

პარტიის დაფუძნებიდან პრაქტიკულად ორ დღეში რადიკალიზმის ხარისხი შეამცირეს როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე – ოპოზიციურმა ძალებმა და ცდილობენ, ჩვენ მიერ პრიორიტეტულად დასახელებულ პრობლემურ საკითხებზე კონცენტრირებას, უბრალოდ, ორივე იძულებული გახდა.

„ნაცები“ პარლამენტში შედიან, „ქოცები“ ოპოზიციურ ტელეარხებზე სიარულს იწყებენ, „ლელო“ ანტიკორუფციულზე მუშაობას აანონსებს. კარგი სტარტია“, – წერს ბუჩუკური.

banner
წინა სტატიაშირადამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მისი ოფისის შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიანუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება