ბუჩუკური: ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი

ანა ბუჩუკური: ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი

ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება რადიკალური, რადგან ხალხი უკვე დაიღალა რადიკალი პოლიტიკოსების გაურკვეველი კინკლაობით.

„საერთოდ არ არის საინტერესო ჩვენ ვის მივიჩნევთ მთავარ კონკურენტად. მთავარი აქ არის მოქალაქე და საზოგადოება რას ელოდება ჩვენგან და რა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას. მოგეხსენებათ, არჩევნები მოდის, არჩევნებზე კანდიდატურაზე საუბარი, დაველოდოთ და არ გავუსწროთ მოვლენებს, არ დავიწყებ სახელებისა და გვარების ჩამოთვლას ,თუმცა ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, აუცილებლად ღირსეული კანდიდატი გვეყოლება. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა იქნება, რომ არ ვიქნებით რადიკალები, რადგან ხალხი ძალიან დაიღალა, ქუჩაში გამვლელები, მეზობლები, მეგობრები ყველას გვყავს და უბრალოდ ყელში აქვთ ადამიანებს რადიკალური პოლიტიკოსების გაურკვეველი კინკლაობაც აღარ ჰქვია. ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიქემოკლიძე: ჩვენ ის განგვასხვავებს სხვებისგან, რომ პასუხისმგებლობის აღების არასდროს შეგვშინებია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა