ბუჩუკური აცხადებს, რომ მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატთან დაკავშირებით ჯერ არც ენმ-დან და არც “ოცნებიდან” გამოხმაურება არ ყოფილა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატთან დაკავშირებით ჯერ არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც „ქართული ოცნებისგან“ ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.

მისივე თქმით, თუ სამმხრივი ფორმატი არ შედგა, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ არერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ გვიჭირავს ე.წ. ოქროს გასაღები, ჩვენ შევთავაზეთ, ნაცვლად კულვარული ჩურჩულისა, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რათა ღიად და არა კულვარულად, უღირსი მეთოდებით, მოხდეს მოლაპარაკებები. მთავარი არის ის, რომ ამ საკრებულოებში უზრუნველყოფილი იყოს ფუნქციონირება, ელემენტარული სახელმწიფოებრივი ინტერესი იქნას დაცული.

ჯერჯერობით, ოფიციალური გამოხმაურება არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. მე პირადად ეს არ მიკვირს, რადგან როგორც „ნაცმოძრაობას“, ისევე „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი აინტერესებს. რა თქმა უნდა, კვლავ ველოდებით, მაგრამ თუ სამმხრივი ფორმატი არ შედგა, ჩვენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალთა დაბალანსების თავლსაზრისით. კონკრეტულად ეს რაში იქნება გამოხატული, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშისაძაგლიშვილი: მიხელ სააკაშვილი არ შიმშილობს იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გარეთ ვლაპარაკობთ
შემდეგი სტატიამინაშვილი: აქციის მთავარი გზავნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ეს არის გზა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების