ბუჩაში მოხდა პროვოკაცია, რომელთანაც რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს – პუტინი

ბუჩაში მოხდა პროვოკაცია, რომელთანაც რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინმა მას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი ვერსიები მიაწოდა:

“უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ [მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანაში] არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული არიან, ისინი გამოუშვან. თუ არა და ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც ისლამური სახელმწიფო სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი რაც უნდა გაკეთდეს, გამოუშვან ეს ადამიანები. კომბინატი სრულად არის იზოლირებული და იქ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

ბუჩაში კი შევეჯახეთ პროვოკაციას, რომელთანაც რუსეთის არმიას არ გააჩნია არავითარი შეხება. ჩვენ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა, ვინ ამზადებდა ამ პროვოკაციას, რა საშუალებებით და რა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე. ვიცით თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ. ჩვენ იძულებული ვიყავით, ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკები იქ მიმდინარე გენოციდის შესაჩერებლად დამოუკიდებელად გვეღიარებინა. ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური არხით”, – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ახალ ფაზაში გადავიდა – შეიარაღებული ძალების აღჭურვა ხდება ნატოს იარაღით – კულება
შემდეგი სტატიაჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მხარე, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს – გუტერეში პუტინს