ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება – ნაპოვნია 412 ცხედარი

ბუჩას მერის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპაციის დროს მოკლული ადამიანების ცხედრების შეგროვებისა და ექსჰუმაციის პროცესი, თითქმის, დასრულებულია.

ანატოლი ფედორუკმა თქვა, რომ ამ დროისთვის 412 ცხედარი იქნა აღმოჩენილი – უმეტესობა მათგანი ერთ მასობრივ საფლავშია ნაპოვნი.

“ნაპოვნია მშვიდობიანი მოსახლეობის დამწვარი სხეულები, ადამიანების, რომლებიც აწამეს და დახვრიტეს”, – ამბობს ფედორუკი.

ამასთან, 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული ჩერნიგოვის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ხერსონში რუსების სამეთაურო შტაბი დაბომბა და 50-მდე უფროსი ოფიცერი ააფეთქა – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიარამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის მხარდასაჭერ შეხვედრაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა