ბუჩას შესახებ ცნობები ისეთივე ყალბია, როგორც სირიაში ქიმიური იარაღის შემთხვევაში – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ცნობები ისეთივე ყალბია, როგორც ინფორმაცია წარსულში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„რაც შეეხება ბუჩას. აბა, მისმინეთ, ხშირად ვესაუბრები კოლეგებს დასავლეთის ქვეყნებიდან და როცა ბუჩას მეუბნებიან, ვეკითხები, ყოფილხარ ოდესმე რაკაში? გინახავს, ​​რა სუფთაა ეს სირიის ქალაქი? პირდაპირ მიწამდე გაანადგურეს ამერიკულმა თვითმფრინავებმა? იქ მართლაც თვეების განმავლობაში ეყარა გვამები და იხრწნებოდა. ეს არავის აინტერესებდა, ვერავინ შენიშნა. მერე აღმოჩნდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ყალბი იყო. იგივე სიყალბეა ბუჩაში“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის გამო, ვარკეთილში ორ ქალს ხე დაეცა
შემდეგი სტატიაროსტოვის ოლქიდან დონბასისკენ რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა მიემართება