ბუჩას პროკურატურამ იმ რუსების ვინაობა დაადგინა, რომლებმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს და მოკლეს

ცნობილია იმ რუსების ვინაობა, რომლებმაც ბუჩაში სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს. ბუჩას პროკურატურის ცნობით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადამ აწამა და მოკლა.

ამ დროისთვის უკვე ამოცნობილია 298 ცხედარი. ყველა მათგანს წამების კვალი და თავის არეში ნატყვიარი აღენიშნება.

“ზაპოროჟიე ახალი ბუჩა ხდება… იქ კლავენ, აუპატიურებენ” | არესტოვიჩი
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების “აისბერგის წვერია”. ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება – ნაპოვნია 412 ცხედარი.

banner
წინა სტატიაში„სქაი ნიუსი“ – ბრიტანელებს სუპერმარკეტებში სამ ბოთლზე მეტი ზეთის შეძენა აუკრძალეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა… დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს – არახამიას აშშ-ს და ევროკავშირს