ბუჩას მერიამ ბაღის მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა! – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მერიამ ოფიციალურად მისცა საბავშვო ბაღის მშენებლობის უფლება. ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება.

13 აპრილს მაქარაშვილმა სოციალური ქსელით მოქალაქეებს შესთავაზა, რომ ერთობლივი ძალებით ბუჩაში საბავშვო ბაღი აეშენებინათ. მოგვიანებით მან გამომცემლობებსაც სთხოვა დახმარება, რომ ბაღისთვის, უკრაინულ ენაზე, საბავშვო ლიტერატურა გამოეცათ.

“ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ავუშენოთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში Image removed.Image removed. თანამედროვე, კომფორტული, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი!” – დაწერა მაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამონახეთ რამდენიმე წუთი, შეგვხვდით, თქვენი პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – გიორგი სააკაშვილის მიმართვა პატრიარქს
შემდეგი სტატიათიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს