ბუბა კიკაბიძე:მიგდებულია ხალხი იქ და პატრონი არ ჰყავთ!

ბუბა კიკაბიძე:მიგდებულია ხალხი იქ და პატრონი არ ჰყავთ!

xurchaბუბა კიკაბიძე: – რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი? მთავრობისგან არის რამე რეაქცია? სახელმწიფო გამწარებულ ოჯახს და ხალხს გვერდით უდგას?! ჩვენ პატარა ერი ვართ და ამიტომ ასე უნდა გვხოცონ თუ რა ხდება ვერ გავიგე?! არ შეიძლება ახლა გაჩუმება და რადგან გავჩუმდით, ალბათ რუსების შემოსვლას ელოდებიან, სულ რომ დაგვაბიჯონ თავზე ფეხი! თუ ასე გვინდოდა, ხომ ვიყავით იმ რუსეთში! მთავრობის გადასაწყვეტია ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, მე და შენი კი არა! მე წავალ და დავდგები სადაც მეტყვიან! ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ! სამარცხვინოა ეს ყველაფერი და მგონია, რომ მალე საერთოდაც თავის აწევა შეგვრცხვება! მიგდებულია ხალხი იქ და პატრონი არ ჰყავთ! რუსეთს უნდა ისე აირიოს აქ ყველაფერი, რომ დასავლეთმა არ მიგვიღოს! ამას ვიძახი სამი წელიწადია და ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ალბათ რუსეთში დაბრუნება მოგვიწევს – ნუ მომასწროს ამ დღეს ღმერთმა!

წყარო: “კვირის პალიტრა”

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი:”ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება – ცუდი და კარგი, ხელისუფლების კისერზეა”
შემდეგი სტატიათენგიზ არჩვაძე: “მოიფიქრონ რამე მთავრობაში, რისთვის სხედან იქ?!”