ბუბა კიკაბიძე: ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ

უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძე პარტიის ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, მოხდა ტექნიკური შეცდომა.

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მე მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. სიმღერა არის იმაზე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო. ნუ ნერვიულობენ, მე როგორც კი ომი დაიწყო საქართველოსთან, იმის მერე არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ. ჩემი განწყობა იციან, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა. ბუბა კიკაბიძე უნდა რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება ისე უყვარს. ჩემმა მეგობრებმა გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადელობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

 

banner
წინა სტატიაშინატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ
შემდეგი სტატიაევროკავშირი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება