ბუაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული ოცნების უპასუხისმგებლო მმართველობის სტილი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული ოცნების უპასუხისმგებლო მმართველობის სტილი. მედიის საშუალებით გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის.ასეთი დანაშაულებრივი დაუდევრობით, ქართული ოცნება ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ნებისმიერ მომენტში ხელახლა ჩაკეტოს ქვეყანა და პანდემია კიდევ ერთხელ გამოიყენოს საკთარი პოლიტიკური მიზნებისთვის-ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზუსტად ამ შედეგის პრევენციისათვის, ლელო მოუწოდებდა მთავრობას გაეხანგრძლივებინა ან მოეხსნა 21:00 საათის შემდეგ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. უკანასკნელი ორი დღის მაგალითმა დაადასტურა, თუ როგორ სავალალოდ იმართება პანდემიასთან დაკავშირებული რისკები.
დედაქალაქის მერიამ და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში ხდება. მაგალითისათვის, ესტონეთში არც ერთი დღე არ შეწყვეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გადაადგილება მგზავრებისათვის არის უსაფრთხო.
პირველ რიგში, აუციელებელია ხელისუფლებამ გააუქმოს ან შეამსუბუქოს კომენდანტის საათი, რაც მოხსნის წნეხს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ უნდა გამოყოს დამატებით ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული უსაფრთხოების ზომების და მგზავრთა სიმჭიდროვის კონტროლი.
ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ რეგულაციების შემსუბუქება არ არის გამოსავალი ამ ძალიან რთული ვითარებიდან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით მოხდეს ყველა რეგულაციის შესრულების კონტროლი, რათა თავიდან ავირიდოთ პანდემიის შემდგომი აფეთქება-აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში
შემდეგი სტატიაკალაძე – სააკაშვილს დიდი სურვილი აქვს, შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა