ბუაძე – ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, მოხდეს ხელისუფლების ცვლილება არჩვენების გზით და მშვიდობიანად

„ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

„კოსულტაციები მიმდინარეობს ყველა პარტიასთან, ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, რომ მოხდეს ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩვენების გზით და მშვიდობიანად. ზუსტად ამიტომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთანაც გვაქვს განსხვავებები, რომლებსაც აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ სამომავლოდ კვალიფიციურ პარტნიორებად. ამას ემსახურება ჩვენი კონსულტაციებიც.

მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, მის ინტერესებშიც არის, რომ იმ კითხვის ნიშნებს გაეცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ არსებობს. ეს არის სწორი პოზიცია და მისი გათავისუფლება ვერ მოაგვარებს იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არსებობს, ამიტომაც უნდა იყოს გამონახული ისეთი მექანიზმი, რომელიც მართლმსაჯულების ინტერესსაც დააკმაყოფილებს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესსაც“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ნინო ლომჯარიამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები და განცხადებები
შემდეგი სტატია“ოცნება” ანტივაქსერებთან ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს, ვიდრე მედიცინის პრინციპებთან – კალოიანი