ბუაძე – ოპოზიცია საკრებულოში თანამდებობებისთვის არ მოდის, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება

“ეს არანაირად არ აისახება ოპოზიციის დღის წესრიგზე. ცხადია, ვაპირებთ ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების გზა გადის როგორც პარლამენტზე, ისე ქუჩის პროტესტზე და ისე საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობით უნდა დავუახლოვდეთ ხელისუფლების ცვლილებას, საკრებულოში მიმდინარე პროცესებიც იქნება აქტიური და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობა, მათ შორის საკრებულოს თანამდებობებზე იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ძალაუფლება მომდინარეობს საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, კონკრეტული თანამდებობა საკრებულოში კი არცერთ შემთხვევაში არ განაპირობებს არაფერს და არ ცვლის ჩვენს გეგმებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრმა “ლელოდან” საბა ბუაძემ განუცხადა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს
შემდეგი სტატია“გაბათილება ჩემზე იყო”, “ხმის ქურდებს სიცოცხლე” – ქუთაისში საკრებულოს სხდომა აქციის ფონზე დაიწყო