ბუაძე: მოხდა მორიგი სამართლებრივი აბსურდის შექმნა და გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელსაც საერთოდ არ ედავებოდა პროკურატურა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა.

“ის, რომ ივანიშვილმა ბოლომდე არ აღიარა საკუთარი დანაშაული და გამამართლებელი განაჩენი არ დააყენა, გადაკვალიფიცირება მოახდინა ამ მუხლის, აჩვენებს იმაზე, რომ უკან დახევაშიც კი ეს ადამიანები არ ატარებენ ღირსებას და უკან დახევაც კი ძალიან ლაჩრული იყო, სადაც მოხდა მორიგი სამართლებრივი აბსურდის შექმნა და გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელსაც საერთოდ არ ედავებოდა პროკურატურა,” – განაცხადა საბა ბუაძე.

პარლამენტის ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”წევრი სალომე სამადაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს.

“ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რამხელა ფასს ვიხდით ჩვენ როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა და ის პრინციპები, რომელზეც დგას საერთოდ დღეს დემოკრატიული სახელმწიფო,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია