29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ბსუ-ს ლექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ნანი გვარიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც სტუდენტს “ხელი შემოულაწუნა და მობილური დააგდებინა”, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება. 

ინფორმაციისთვის, 28 მაისს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ქუჩაში ხელმოწრებს აგროვებდა, ხელი გაარტყა.

ნანი გვარიშვილმა, ჯერ ახალგაზრდა აქტივისტებს ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი იძალადა.

ბსუ-ის რექტორი, ტიტე აროშიძე გმობს მომხდარს და ამბობს, რომ აღნიშნულზე ეთიკის კომისიაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ამ წინადადებას ორი ხელით მიესალმებოდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს?