“ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს…ბრავო, товарищи, ურაააა!” – ზურა სიხარულიძე

“ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს , თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის”, – ასე გამოეხმაურა ექიმი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე “ოცნების” ახალ იდეას, რომლის მიხედვითაც, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევა.

როგორც სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, კანონში დაგეგმილი ცვლილების შემდეგ, ეს შესაძლებლობაც მოისპობა.

“თაიმერი” ზურა სიხარულიძის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, მივიღეთ ახალი „სუპერ ინოვაციური“ კანონიც — ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა. ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს , თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის.

გამოიცანით აბა : რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ.

ბრავო, товарищи, ურაააა!!!“ – წერს ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეაქვს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას ქმნიან.

banner
წინა სტატიაში“უკრაინული ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქს…რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიაზე არ შედის…ვინ მართავს ამ ტერიტორიას?!” – ზელენსკის თქმით, განხილვა გრძელდება
შემდეგი სტატიაჯანა ჯავახიშვილი: რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს – ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას