ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრა დაიწყო.
ინფორმაციისთვის, “რამშტაინის ფორმატში” უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის 35-ე შეხვედრაა და ის ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება.
შეხვედრას პირადად ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.
როგორც წინა შეხვედრებზე, დიდი ბრიტანეთი და გერმანია საკონტაქტო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

















