ბრიუსელში თვითმკვლელის ქამარი და სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები იპოვეს

ბრიუსელის რეიდის დროს, რომელიც 10 დეკემბერს ჩატარდა, პოლიციამ ასაფეთქებლები და თვითმკვლელის ქამრები იპოვა – განაცხადა დღეს ბელგიის პროკურატურამ.
სახლში ასევე აღმოჩენილ იქნა სალახ აბდესლამის თითის ანაბეჭდები, რომელიც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
სხარბეკის რაინში მდებარე სახლი ყალბი დოკუმენტებით იყო ნაქირავები პირის მიერ, რომელიც უკვე დაკავებულია პარიზის ტერაქტებში თანამონაწილეობის ბრალდებით.
ბელგიის პოლიციის მიერ ამოღებული მასალები იმაზე მიუთითებს, რომ პარიზის ტერაქტები, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ნაწილობრივ ბელგიის ტერიტორიაზე მზადდებოდა.

ნოემბერსა და დეკემბერში საფრანგეთის და ბელგიის პოლიციამ მრავალი რეიდი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ამოღებულ იქნა არალეგალური იარაღები და დაკავებულ იქნენ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს
შემდეგი სტატიაწყალტუბოში თოვლმა სათბურები დააზიანა