ბრიუსელში ტერორისტი-თვითმკვლელი დააკავეს

ბრიუსელში ტერორისტი-თვითმკვლელი დააკავეს

briuseliბრიუსელში ტერაქტების სავარაუდო მომწყობი დააკავეს. ქალაქის ცენტრში მიმდინარე მომენტში აფეთქების საშიშროების გამო განგაშია გამოცხადებული – ადგილობრივი DH.be წერს.
პოლიციამ მსხვილ სავაჭრო კომპექსს ალყა შემოარტყა. გამოცემის თანახმად, რაიონში უკვე მივიდნენ საგანგებო სამსახური, მაშველები და გამნაღმველები.
DH.be-ის მიხედვით, დაკავებულია ადამიანი, რომელიც სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა – მას თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.
თავის მხრივ, სხვა მედია წერს, რომ ჯერჯერობით დაზუსტებულად არ იციან, ჰქონდა თუ არა მას ასაფეთქებელი ქამარი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მარტის ტერაქტის შემდეგ, ანტიტერორისტული ოპერაციები რეგულარულად ტარდება ევროპის დედაქალაქში.

banner
წინა სტატიაშიპროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძეს სასამართლოზე მოკლული მამა-შვილის ფოტოები აჩვენეს