ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2015 22:33

ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება

ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურებამოსალოდნელი ტერორისტული აქტების საფრთხიდან გამომდინარე ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო, ინფორმაცია კი ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ ბელგიის პრემიერმინისტრმა გააცნო.

ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბრიუსელში მომდევნო დღეებში შენარჩუნდება ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში უკვე 2 დღეა დახურულია საზოგადოების თავშეყრის ადგილები მათ შორის მეტროც. ქალაქში კი სამართალდამცავები პატრულირებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2015 22:33