ბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

სერბეთსა და კოსოვოს შორის მორიგი მოლაპარაკებების მცდელობა, რომელზეც არის დამოკიდებული მათი ევროკავშირის წევრობა, წარუმატებლად დასრულდა.

მოლაპარაკებები ბრიუსელში ტარდებოდა და მასში მონაწილეობდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, კოსოვოს პრემიერი ალბინა კურტი და ევროპელი დიპლომატები – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი და სერბეთ-კოსოვოს დიალოგის საკითხებში სპეცწარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი.

სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ბორელი და ლაიჩაკი შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ ბორელი და კურტი და ბორელი და ვუჩიჩი.

მოლაპარაკებებზე სერბეთმა და კოსოვომ ერთმანეთის წინადადებები არ გაიზიარეს.

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მეორე მხარეს არ სურს შეასრულოს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა “სერბეთის მუნიციპალიტეტების ასოციაციის შესახებ” (საუბარია სერბეთის რეგიონ კოსოვოსთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ). მან ასევე, კატეგორიული უარი თქვა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

მხარეები მოლაპარაკებების მოერე რაუნდს ივნისის ბოლოს გამართავენ. მანამდე კი უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია კობახიძე-გახარიაზე: ჰგონიათ, რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა და გადათქმა
შემდეგი სტატიათბილისი პრაიდის ხელმძღვანელი: ვასაძე საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის