ბრიუსელში პრეზიდეტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო. ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.
პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.

banner
წინა სტატიაშირეიდები ოკუპირებულ ახალგორში – ყველა ქართულნომრიან მანქანას ჩხრეკა ჩაუტარდა
შემდეგი სტატია,,ევროპული საქათველოს” ახალი ინიციატივა