ბრიუსელში პარიზის ტერაქტების საქმეში კიდევ სამი ადამიანი დააკავეს

ბრიუსელში პარიზის ტერაქტების საქმეში კიდევ სამი ადამიანი დააკავეს

27პარიზის ტერაქტების გამოძიების საქმის ფარგლებში კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავება მოხდა დღეს – Associated Press-ი წერს.
“დღეს დილით, კომუნა უკლის სტალეს ქუჩაზე ჩხრეკა ჩატარდა” – გამოცემას ბელგიის პროკურატურის სიტყვები მოჰყავს. მათი განცხადებით, ეჭვმიტანილები დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი მომავალი ბედის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის და ბრიუსელის ტერაქტები ერთმანეთთან კავშირში არიან. ორივე საქმეზე რამდენიმე დაკავებულია.

პარიზის ტერაქტი გასული წლის ნოემბერში მოხდა.
ბრიუსელის ტერაქტი – მიმდინარე წლის 22 მარტს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესთან ასობით პროტესტანტი დააკავეს
შემდეგი სტატიამცირეწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა