ბრიუსელში ორ ქართულ ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, ორივე ითხოვდა კანდიდატის სტატუსის მიღებას – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირებში ორი ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჰქონდა შეხვედრები. კრამონი ამბობს, რომ “ლელოც” და “საქართველოსთვისაც” ითხოვდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირში, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას – “ლელოს” და გახარიას “საქართველოსთვის”. ორივე კატეგორიულად ითხოვდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას”, – წერს კრამონი.

banner
წინა სტატიაშიზოგს არ უყვარს სიტყვა “სამარცხვინოა”, მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი, შეურაცხყოფა იქნება დასჯილი, კომპრომისს არ დავუშვებთ – ღარიბაშვილი