ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება . ჯანელიძე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რეფორმებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაზე ისაუბრებს.

სხდომას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივანი. ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის გადამღები ჯგუფი კიევში არ შეუშვეს
შემდეგი სტატია“დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე” – სულხან სალაძე