ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შეხვედრა დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. რა საკითხებს განიხილავენ მხარეები, ჯერჯერობით უცნობია.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ცნობილია, რომ ღარიბაშვილი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რა დროსაც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინტენსიურად ხვდებოდა სწორედ მიშელის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კიმმესვენგერს შეხვდა