ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება – ბორელი

ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ესპანეთში, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.

„ნება მიბოძეთ, დავიწყო გუშინ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოხატვით. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიზანი ის არ არის, რომ კონკრეტული ადამიანი დავიცვათ, ჩვენი მიზანია, ინსტიტუტი დავიცვათ – დაუშვილი
შემდეგი სტატიაორი „ლუზერი“, ჯაფარიძე და ხოშტარია რაღაც სისულელეს რომ აკეთებენ, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე – კალაძე