30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა

ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ „პოზიტიურადაა განწყობილი“.

„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე იგეგმება თუ არა შემდგომი შეხვდრა, ტაბატაძემ თქვა, რომ „მომავალი გვიჩვენებს“. ამასთან, მისი თქმთ, „პოზიტიურად არის განწყობილი“.

ცნობისთვის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსეთში შაჰიდების, ისკანდერებისა და კალიბრებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა დაბომბეს
შემდეგი სტატიაგიორგი ტაბატაძე EU-სა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრაზე: მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი