ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იწყება (თბილისის დროით 11:30 საათი), – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მინისტრები საქართველოს საკითხსაც სეეხონ.
მინისტრები ისაუბრებენ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. დაგეგმილია კაია კალასის პრესკონფერენცია.
















