ბრიუსელში დაკავებულებს საფრანგეთში უნდოდათ ტერაქტის მოწყობა

ბრიუსელში დაკავებულებს საფრანგეთში უნდოდათ ტერაქტის მოწყობა

3ბელგიის პროკურორმა განაცხადა, რომ პარასკევს დაკავებულმა მუჰამედ აბრინმა აღიარა, რომ ის საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდა, თუმცა, შემდეგ ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობის მიეღება გადაწყვიტა.
პარასკევს აბრინთან ერთად კიდევ რამდნეიმე ადამიანი დააკავეს. მათი სახელები არ ქვეყნდება. ტერორიზმის ბრალდება აბრინს და მის სამ თანამოაზრეს წაეყენა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ პარიზში ახალი ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა, “გამოძიების სწრაფი ტემპებით გაოცებულებმა” ის 22 მარტს ბრიუსელში გადაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში აფეთქების სერიების შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა და 340-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისანდერსმა უაიომინგის შტატში კლინტონს გაუსწრო
შემდეგი სტატიაკემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ინდოეთსა და ბუტანში ვიზიტი დაიწყეს