ბრიუსელში დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტეს

ბრიუსელის ტერაქტების დროს დაღუპულთა რიცხვი, დაზუსტებული ინფორმაციით 31 ადამიანია, დაშავდა 250 ადამიანი – განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ მეგი დე ბლოკმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 11 ადამიანი დაიღუპა აეროპორტში, 20 კი – მეტროში. მედიაში ადრე დაღუპულთა სხვადასხვა რაოდენობა ვრცელდებოდა. გუშინ, 22 მარტს ბრიუსელში აეროპორტსა და მეტროში ტერაქტების სერია მოხდა. ბელგიაში საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიმერკელი ბრიუსელს სრულ თანადგომას უცხადებს
შემდეგი სტატია“საბერძნეთის სასამართლომ მიუთითა, ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნა”