ბრიუსელში 250 ჩინელი და 200 რუსი ჯაშუში მუშაობს

ბრიუსელში 250 ჩინელი და 200 რუსი ჯაშუში მუშაობს – ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით Die Welt-ი ავრცელებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შიდაპოლიტიკური მუშაობის ევროპული სამსახური (EEAS) ბრიუსელში მომუშავე დიპლომატებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მთელ რიგ ადგილებს ბრიუსელის ევროპულ კვარტალში (სადაც ევროპის ოფისების ძირითადი ნაწილი მდებარეობს). კერძოდ, საუბარია სასადილოებსა და კაფეებზე, რომლებიც შტანბ-ბინებთან ახლოს მდებარეობს, ასევე, საელჩოებს.
EEAS-ის ინფორმაციით, ადრე რუსეთი ლიდერობდა ჯაშუშების რაოდენობით, თუმცა, კონკრეტულ რიცხოვნობას არ ასახელებს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბრიუსელში აქტიურად მუშაობენ შეერთებული შტატებისა და მაროკოს აგენტები.

banner
წინა სტატიაშიტუნისში ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გადამწყვეტი ოპერაცია დაიწყო