ბრიუსელმა ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადა

ბრიუსელმა ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადა

ბრიუსელმა ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადაბელგიის მთავრობამ ბრიუსელში ტერორისტული საშიშროების მაღალი, მეოთხე დონის შესახებ გამოაცხადა – ამის შესახებ საშიშროებების ანალიზის ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია საუბარი.
“სიტუაციის ანალიზმა გამოავლინა სერიოზული და უშუალო საშიშროება, რომლის დროსაც უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებაა საჭირო” – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელის მკვიდრებს მიეცათ რეკომენდაცია მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და მკაცრად დაიცვან მთავრობის, პოლიციის და სპეცსამსახურების ინსტრუქციები.

16 ნოემბერს ბელგიის პოლიციამ ქალაქ მოლენბეკში სპეცოპერაცია დაასრულა.
მთავრობის განცხადების თანახმად, ოპერაციის მანძილზე დაპატიმრებები არ მომხდარა. რამდენიმე ხნით ადრე მოლენბეკში პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან ჟამბონის განცხადებით, ბრიუსელის პატარა ქალაქი მოლენბეკი “ისლამის პოლიტიკური დედაქალაქი გახდა ევროპის კონტინენტზე”.

პარიზის ტერაქტებში 129 ადამიანი დაიღუპა. 400 კი მძიმედ დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

banner
წინა სტატიაში“2016 წელს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესაძლებლობა არ არის”
შემდეგი სტატიაპარიზი: აბაუდას ბიძაშვილს თავი არ აუფეთქებია