ბრიუსელის ტერორისტების პირველადი მიზანი ევრო-2016-ის სტადიონები იყო

26ბრიუსელის ტერაქტების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, მოჰამედ აბრინმა განაცხადა, რომ ტერორისტების თავდაპირველი სამიზნე პარიზში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩები იყო – The Guardian-ი წერს. მიმდინარე მომენტში მისი ჩვენება გამოძიების მიერ მოწმდება.
აბრინის თქმით, გეგმა იმის შემდეგ შეიცვალა, რაც პარიზის ნოემბრის ტერაქტების გამოძიება სწრაფი ტემპებით წავიდა. გარდა ამისა, მორიგი მიზნის შერჩევაში საფრანგეთის უშიშროების სამსახურების გაძლიერებულმა მოქმედებებმაც იმოქმედა.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა 31 წლის აბრინი 8 აპრილს დააკავეს. ის პარიზის და ბრიუსელის ტერაქტების მონაწილეა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში, ბრიუსელის ტერაქტების სერია 22 მარტს აეროპორტსა და მეტროში მოხდა. მას 35 ადამიანი ემსხვერპლა და 350-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაყვარელიძე მის და სააკაშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს ელოდება
შემდეგი სტატიაბულგარეთში მოხალისეებმა ლტოლვილებს ხელი ღორის კუდებით შეუკრეს