ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელი აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი აეროპორტის შენობაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ ბელგიური ტელეკომპანია VTM იტყობინება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქე ლაშროუი შუამავალი ფირმის მიერ იყო დასაქმებული და ზავენტემის აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ბოლომდე მუშაობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ აეროპორტის შენობაში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა, რომელსაც “რადიკალიზებული პერსონალი” სავარაუდოდ ლოცვისთვის იყენებდა. სამართალდამცველებმა აეროპორტის თანამშრომელთა სია შეადგინა, რომელშიც “რადიკალურად” დახასიათებული 50-მდე ადამიანი შედიოდა.

წარმოშობით მაროკოელი ნაჯიმ ლაშროუი 2013 წელს სირიაში გაემგზავრა, სადაც ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილთან სალეჰ აბდესლამთან ერთად ლაშროუი გასული წლის სექტემბერში ყალბი საბუთებით უნგრეთში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ 24 წლის ნაჯიმ ლაშროუი 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღო
შემდეგი სტატიაბაგებში 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს