ბრიუსელის კაფეზე თავდამსხმელზე ძებნა გამოცხადდა

ბრიუსელის პოლიციამ დღეს დილით, ბრიუსელში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას RTL ავრცელებს.
ერთ-ერთ კაფეში უცნობი პირი შეიჭრა, რომელსაც ხელში უცნაური ნივთი ეჭირა, რომელიც ავტომატ კალაშნიკოვს გავდა. თვითმხილველების თქმით, ის იქ მყოფებს ემუქრებოდა, შემდეგ კი თქვა, რომ პოლიციის წარმომადგენელია, ნივთი, რომელიც იარაღს გავდა დააგდო და კაფედან გაიქცა. მისი ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოხერხდა.
პოლიციამ რაიონი გადაკეტა და ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ნივთი, რომლითაც უცნობი ხალხს ემუქრებოდა, მულიაჟი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა უცნობზე ძებნა გამოაცხადეს.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ბოევიკი ტერორისტების გეგმებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიტალიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მოხსნას