ბრიუსელის ცნობილ ქანდაკებას სამედიცინო პირბადე გაუკეთეს

ბრიუსელში, ბიჭუნას ცნობილ ქანდაკება Manneken Pis-ს პირბადეე გაუკეთეს. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ბრინჯაოს ქანდაკება-შადრევანს, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 60 სანტიმეტრია, ​ბელგიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად ტრადიციულად სხვადასხვა კოსტიუმებს არგებენ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი ქალაქის ხელმძღვანელობამ ბიჭუნასთვის COVID 19-თან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გამოყო.

ვირუსის გამო ბელგიის მოსახლეობა უკვე ერთი თვეა თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 38 496 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 683 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიდღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა