ბრიუსელის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს მამაკაცს, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. ეჭვმიტანილს გრძელი ლაბადა აცვია, რომლიდანაც სავარაუდო სადენები ჩანს.

სპეცოპერაცია ლა-მონეს თეატრის წინ მდებარე მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან. ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი. ქუჩები ბლოკირებულია.

პოლიცია აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: გრანტის სახით მიღებულმა მედიკამენტებმა იმპორტის სტატისტიკა მკვეთრად შეცვალა
შემდეგი სტატიასტამბოლის უნივერსიტეტი პროფესორების გარეშე დარჩა