ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ზალკალიანს PCR ტესტი ჩაუტარდა, თუმცა სავალდებულო კარანტინი არ გაიარა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 13-14 ივლისს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ზალკალიანი დღეს, 16 ივლისს კი მთავრობის სხდომას ესწრებოდა.

დღეს ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე ზალკალიანს მიმართა, კერძოდ მას აინტერესებდა გაივლიდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს, მას შემდეგ რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

უწყების ცნობით, 2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.

უწყება გიორგი კანდელაკის განცხადებასაც გამოეხმაურა. მათი განმარტებით ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დადგენილების რედაქცია კარგად იციან და ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე“,-აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი-მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება, რათა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს
შემდეგი სტატიაგიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო შეღავათებით ისარგებლებენ