“ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას…არის ვიზის საჭიროება?!” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ბრიუსელი ვიზას, როგორც წყევლას ისე წარმოაჩენს. მისივე თქმით, დამოკიდებულება, როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად, აჩვენებს ევროკავშირს რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თუ რა ხდება?! არის ვიზის საჭიროება?! – ამბობს პაპუაშვილი.

სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზულია, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გვესმის. მთავარი მუქარა არის დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღეს და უკვე შეჩერებულია. ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი. როდესაც გახლდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა. ისევე როგორც ვიზა ავიღე როდესაც ბრიტანეთში წავედი ვიზიტით, ასევე ირლანდიაში. მთელი პრობლემა არის, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს, წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თუ რა ხდება?! არის ვიზის საჭიროება?! – ავიღებთ ვიზას. ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს. ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე დიდი ხანია შემოღებულია. ეს დამოკიდებულება, შანტაჟი ქართველ ხალხზე, ალბათ, იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენს საზოგადოებას ახსოვს ერთ-ერთი სკეტჩი, როდესაც დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას და რომ ემუქრებიან, ბევრჯერ – ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დაგაპატიმრებო. ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ, სამჯერ და თითქოს, არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატური პასპორტებისთვის. თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას რაღაც საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად, აჩვენებს უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს. რომ მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლა არის მთელი საზოგადოებისთვის, რომ იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ. ამას ამბობს ბრიუსელი საკუთარ თავზე, როდესაც ასეთ შანტაჟს ეწევა, ისეთი ცუდები ვართ რომ ვიზას თუ შემოვიღებთ გაწვალებული იქნებითო. ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ ვინ?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულია „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება