30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ბრიუსელი ორმაგი სტანდარტების შესახებ ვატიკანის კრიტიკას არ ეთანხმება

ევროკავშირმა საერთაშორისო სამართლისადმი თავისი ერთგულება დაიცვა მას შემდეგ, რაც ვატიკანმა ბლოკი საგარეო პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების გამოყენებასა და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

ვატიკანის დოქტრინალური ხელმძღვანელის, კარდინალ ვიქტორ მანუელ ფერნანდესის განცხადებით, მთავრობები საერთაშორისო სამართალს პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა უნივერსალური პრინციპების მიხედვით იყენებენ. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ ზოგიერთი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება, სხვებისთვის კი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაწევა ასახავს ეკონომიკურ ინტერესებს და არა სტაბილურ სამართლებრივ ერთგულებას.

ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ „პოლიტიკოსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ისინი „კომენტარებზე კომენტარს არ აკეთებენ“.

ვატიკანის კრიტიკამ ევროპარლამენტართა ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. ბელგიელმა დეპუტატმა მარკ ბოტენგამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უნივერსალური ღირებულებების ნაცვლად კორპორატიულ ინტერესებს იცავს. ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა ლინ ბოილანმა კი ორმაგი სტანდარტის მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ფონზე ისრაელის მიმართ ბლოკის პოლიტიკა დაასახელა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის გამოყენება შერჩევითად არ უნდა ხდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიონთან მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით გზაზე გადაერთვება
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს