ბრიუსელი და ლონდონი “ბრეკსიტის” შესახებ პროექტზე შეთანხმდნენ

ბრიუსელი და ლონდონი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ 13 ნოემბერს განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ მინისტრთა კაბინეტის მე-14 საგანგებო სხდომა მოიწვია. ისინი დოკუმენტის პროექტს განიხილავენ და მომდევნო ნაბიჯებს დაგეგმავენ.
“ბრეკსიტის” ყველაზე პრობლემური საკითხი ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის თემა რჩებოდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია. ორივე მხარეს სურდა “ბრეკსიტის” შემდეგ მოქალაქეების, მომსახურებისა და სასაქონლო ბრუნვისათვის საზღვარი ღია დაეტოვებინა, თუმცა, შესაბამის ფორმას ვერ პოულობდნენ. შეთანხმების პროექტში წარმოდგენილია ვარიანტი, რომელიც საზღვრის ფიქსირებულ ვარიანტს არიდებს თავს – ირლანდიურმა ტელეარხმა RTE-მ გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დაგეგმილია 2019 წლის 29 მარტისთვის.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა მედიაკომპანია CNN-მა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატიამერკელმა ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა