ბრიუსელი: აბდესლამი ახალ ტერაქტებს ამზადებდა

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დიდიე რეინდერსის განცხადებით, პარიზის ტერაქტების მომზადებაში მთავარი ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამი ახალ ტერაქტს ამზადებდა – ახლა უკვე ბელგიაში.
მან დაკავებულის სიტყვების ციტატატა მოიყვანა და თქვა, რომ ის “მზად იყო ყველაფერი თავიდან დაეწყო ახლა უკვე ბრიუსელიდან”.
რეინედრსმა ასევე თქვა, რომ მთავრობა ტერორისტის სიტყვებს სერიოზულად ღებულობს, რადგანაც ნაპოვნი იქნა მთელი რიგი დამადასტურებელი საბუთები.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი პროკურორის, ფრანსუა მოლინას თქმით, აბდესლამი პარიზის ტერაქტებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

ტერაქტების სერია საფრანგეთში გასული წლის 13 ნოემბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ.მეტრზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში მომხდარ საგზაო შემთხვევას ეხმიანება