ბრიუსელელი ჩინოვნიკები საცობების გამო თაგვებს ადანაშაულებენ

ბრიუსელის მთავრობამ განაცხადა, რომ მშიერი თაგვების დამსახურებით მომრავლდა ბელგიის დედაქალაქში სამანქანო საცობები. მათი თქმით, მღრღნელემბა ქალაქის მაგისტრალის რეკონსტრუქციის გეგმა შეჭამეს, Reuters-ი წერს.
როგორც გუშინ ქალაქის პარლამენტის სხდომაზე გაირკვა, განაცხადების ქაღალდის ნიმუშები, სადაც დახაზული იყო ბრიუსელის ქუჩების განტვირთვის გეგმა, ვერ იპოვეს. “ალბათ, თაგვებმა შეჭამეს” – განაცხადა ბრიუსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილმა ხელმძღვანელმა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, საცობების პრობლემა ქალაქში, სადაც მდებარეობს ნატოს შტაბბინა და ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია. ნახაზების დაკარგვამ შესაძლოა პრობლემის გადაწყვეტა წლობით გადადოს.

banner
წინა სტატიაშიმთვრალმა აფრიკელებმა პიტერის აბანოში ორგიები მოაწყვეს და პოლიციისგან შიშვლები გარბოდნენ
შემდეგი სტატიაიაპონელმა დეპუტატმა ობამას “მონურ სისხლზე” ილაპარაკა