ბრიტნი სპირსი სასამართლოში მამის მეურვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს

39 წლის პოპ მომღერალის ბრიტნი სპირსის სასამართლო საქმე მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა. მან სასამართლოში პირადად მოითხოვა მამის მეურვეობიდან თავის დაღწევა, რომელიც უკვე 13 წელია ბრიტნის ფსიქიკური მდგომარეობის გამო შვილის ჯანმრთელობას, ბიზნესს და კარიერას განაგებს.

“ტრამვირებული ვარ, უბედური ვარ და არ შემიძლია ძილი” – სასამართლოში თქვა პოპ-მუსიკოსმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ მშობლები მის ცხოვრებას ექსპლოატაციას უწევენ.

“ამ მეურვეობამ ორჯერ მეტი ზიანი მომაყენა, ვიდრე სარგებელი. მე პირადი ცხოვრების უფლებას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. მე დავიმსახურე 2-3 წელი შესვენება” – თქვა პოპ-მომღერალმა სასამართლოზე.

სასამართლო დარბაზში მომღერლის გულშემატკივრებიც იყვნენ, რომლებიც 2019 წლიდან კამპანიას #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის სამიტზე რუსეთთან სტრატეგიას განიხილავენ
შემდეგი სტატიაფილიპ კირკოროვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს