ბრიტანეთის British Airways-მა თელ-ავივისა და დუბაის მიმართულებით 2 ათასზე მეტი ბილეთი შეცდომით ძალიან დაბალ ფასში გაყიდა და შეცდომის აღმოჩენის შემდეგ ბილეთები გააუქმა. ანულირებისას ავიაკომპანიამ ბოდიში გადაუხადა მყიდველებს და ყველა მათგანს სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა კომპენსაციის სახით. მიუხედავად ამისა, მყიდველები უკიდურესად აღშფოთებულები დარჩნენ, რადგანაც ბევრ მათგანს უკვე ნაყიდი ჰქონდა ტურები და სასტუმროებში – დაჯავშნილი ოთახები.
11 ივნისს British Airways-ის სახელით ერთდროულად რამდენიმე ტურისტული კომპანია ყიდდა ბილეთს სიმბოლურ ფასად – ერთ ფუნტად. ჩვეულებრივ, აღნიშნულ მიმართულებებზე ბილეთები მინიმუმ 200 ფუნტი ღირს – “ბიბისი” წერს.