British Airways-ის თვითმფრინავი ედინბურგის ნაცვლად დიუსელდორფში დაფრინდა

ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან გერმანიის დიუსელდორფში მიფრინავდა, შეცდომით ედინბურგში დაჯდა ფრენის არასწორი გეგმის გამო – “ბიბისი” წერს. თვითმფრინავის მგზავრებმა შეცდომა მაშინ აღმოაჩინეს, როცა დაფრენის შემდეგ გაიგეს “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ედინბურგში”.
ავიაგადამზიდავი კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მაშინათვე დიუსელდორფში გააფრინეს და ის იქ უკვე დაეშვა.
აღნიშნულ რეისს გერმანული WDL Aviation-ი ანხორციელებდა.

British Airways-მა მოკვლევა დაიწყო, თუ როგორ აღმოჩნდა არასწორი გეგმა მფრინავების ხელში.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის თქმით, სოფიის მუზეუმი, შესაძლოა, ისევ მეჩეთად გადააკეთონ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან