British Airways-ის მონაცემთა ბაზა ჰაკერებმა გატეხეს

British Airways-ის მონაცემთა ბაზა ჰაკერებმა გატეხეს

გუშინ, ავიაკომპანია British Airways-მა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც მან თავის მუდმივ კლიენტებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ისინი დროებით ვერ ისარგებლებენ დაგროვილი მილებით და სხვა პრივილეგიებით.
ავიაკომპანიის თქმით, გუშინ ჰაკერები შეეცადნენ მათი მონაცემთა ბაზის გატეხვას. პრობლემა მხოლოდ რამდენიმე კლიენტის მონაცემებს შეეხო. „გვინდა ჩვენს კლიენტებს ვუთხრათ, რომ საკრედიტო ბარათებს და პირად მონაცემებს პრობლემები არ შექმნია. უსაფრთხოების ნიშნად აკაუნტები ავიაკომპანიის გვერდზე რამდენიმე ხნით, სანამ სამუშაოები ბოლომდე რა დასრულდება, გაიყინება.“- განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
მისგან განსხვავებით Irish Independent-ის მონაცემებით, რამდენიმე კლიენტს ჰაკერებმა პრემიალური მილები უკვე ჩამოაჭრეს.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციები სოხუმში
შემდეგი სტატიაგერმანიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე უპრეცენდენტო გამოძიება დაიწყო